Thumbnail

'დიეგო არის ფეხბურთი და ფეხბურთი არის დიეგო' - ბიძინა ბარათაშვილი მარადონაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბიძინა ბარათაშვილმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე ისაუბრა
  • კომენტატორი ამბობს, რომ მისთვის ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა

მსოფლიო ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალებას გლოვობს. ფეხბურთის ღმერთად წოდებული 'ათიანი' 60 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. მარადონას გარდაცვალებას Silk TV-ის გენერალური პროდიუსერი, არგენტინული ფეხბურთის ქომაგი ბიძინა ბარათაშვილიც გამოეხმაურა.

ბიძინა ბარათაშვილი: "მარადონას გარდაცვალებას ყველაზე უკეთ ალბათ ერთი ჩვეულებრივი არგენტინელი ქომაგი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ დღეს არგენტინული ფეხბურთი მოკვდა. შეიძლება, ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც სიცოცხლეშივე ეკლესია აუშენეს და ლამის წმინადანად შერაცხეს. ფაქტია, რომ არგენტინისთვის მარადონა არის ყველაფერი, ხოლო ჩემთვის, როგორც არგენტინული ფეხბურთისა და მარადონას ქომაგისთვის - მარადონა არის ფეხბურთი და ფეხბურთი არის მარადონა.

პირველად მისი ფოტო სლოვაკურ სპორტულ ჟურნალში ვნახე, სადაც 2 წლით ახალგაზრდა მარადონა ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. მისი პირველი თამაშიც 1977 წელს ვნახე, როდესაც მან საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებს გოლი გაუტანა და არგენტინამ 3:1 მოიგო. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე მასთან გარკვეული შეხება მქონდა, როგორც ქომაგს ან სპორტის ჟურნალისტს. დღეს ჩემთვის ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ქომაგებისთვის სამწუხარო ინფორმაცია პირველად არგენტინულმა გაზეთმა CLARIN-მა გაავრცელა. მოგვიანებით, დიეგოს გარდაცვალება ოფიციალუად დადასტურდა.

ბიძინა ბარათაშვილი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა 🎙

Posted by Silk Sport on Wednesday, November 25, 2020


მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები