Thumbnail

“შემოდგომის ერთა თასის” მე-3 ტურის საუკეთესო მოთამაშე 23 წლის ქართველი მორაგბე გიორგი კვესელაძე გახდა, რაც ტურნირის სიძლიერიდან გამომდინარე, უდიდესი მიღწევაა.

შეჯიბრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში, კვესელაძის გარდა, საუკეთესოს ტიტულისთვის სემ ანდერჰილი (ინგლისი), ჯონი უილიამსი (უელსი) და ბრის დულინი (საფრანგეთი) იბრძოდნენ. საბოლოო ჯამში, ახალგაზრდა “ბორჯღალოსანმა” ხმების 88.8% მიიღო და კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ დუბლინში გამართულ მატჩში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან 10:23 წააგო, კვესელაძემ შეუცვლელად ითამაშა და “ბორჯღალოსნების” ერთადერთი ლელო მე-17 წუთზე დადო. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ქართველი მორაგბე "შემოდგომის ერთა თასის" ვებ-გვერდზე შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მანამდე კი, კვესელაძე საუკეთესოთა შორის Lovell-rugby.co.uk-მა და Planetrugby-მაც დაასახელეს.

კომენტარები

ბოლო ამბები