Thumbnail
  • გიორგი კვესელაძის ლელო კიდევ ერთხელ გამოარჩიეს
  • ქართველი მორაგბის მეტოქეები იტალიელი, ფრანგი და ინგლისელი მორაგბეები არიან

შემოდგომის ერთა თასის ოფიციალურ ვებგვერდზე ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის საუკეთესო ლელოს გამოვლენა დაიწყო და ცხადია, რომ ოთხ პრეტენდენტს შორის საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძეც მოხვდა.

კვესელაძემ ირლანდიელებს ბრწყინვალე ლელო დაუდო, რის შემდეგაც ქომაგთებმა ის 8 ერის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. მასზე უცხოურ პრესაში უამრავ მასალას შეხვდებით, რაც ჩვენს ვებგვერდზეც შეგიძლიათ იხილოთ.

ამჟამად ქართველ ქომაგს შეუძლია, რომ კვესელაძის ტურის საუკეთესო ლელოს სტატუსის მოპოვებაში დაეხმაროს, რისთვისაც ამ ბმულზე გადასვლა და კვესელაძესთვის ხმის მიცემაა საჭირო. კვესელაძის მეტოქეები იტალიელი კარლო კანა, ფრანგი გაბინ ვილერი და უელსელი ჯონი უილიამსი არიან.

📺 გიორგი კვესელაძის ლელო

მეტი ირლანდიასთან მატჩზე

კომენტარები

ბოლო ამბები