Thumbnail

მაკარიძე მალაგასთან დაშავდა - ალმერია ლა ლიგის საგზურისთვის იბრძვის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი მაკარიძის დაზიანების ხარისხი უცნობია
  • ალმერია კარგ სეზოს ატარებს და ლიდერებშია

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-18 ტურში გიორგი მაკარიძემ ტრავმა მიიღო. ეს მალაგასთან საშინაო მატჩში მოხდა, რომელიც  ქართველი მეკარის ალმერიამ 3:1 მოიგო.

გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 29-ე წუთზე მოედანი დატოვა. როგორც ალმერიას ვებგვერდი წერს, მაკარიძემ ბარძაყის მიდამოში ტკივილი იგრძნო და შეცვლა მოითხოვა, მისი ადგილი კი სათადარიგო კიპერმა ფერნანდო მარტინესმა დაიკავა.

მაკარიძის მოედანზე ყოფნის პერიოდში ალმერიას გოლი არ გაუშვია და ქართველმა მორიგი მშრალი მატჩი ჩაატარა. ჯერჯერობით, უცნობია რა ხარისხის დაზიანება მიიღო 30 წლის მეკარემ.

ალმერიას 18 ტურში 38 ქულა აქვს, მე-3 ადგილზეა და ლიდერ მალიორკას 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 20 დეკემბერს, "თეთრ-წითლები"  ესპანიოლს ესტუმრებიან, რომელსაც ერთადერთი ქულით ჩამორჩებიან და გამარჯვების შემთხვევაში მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები