Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 92:114 ნიუ ორლეან პელიკანსი
  • ქულები: ტაილერ ჰირო (17) - ზაიონ უილიამსონი (26)
  • მოხსნები: მაქს სტრუსი (8) - ზაიონ უილიამსონი (11)
  • პასები: ბემ ადებაიო (8) - ლონზო ვოლი, ბრენდონ ინგრემი (6)

ზაიონ უილიამსონმა და ბრენდონ ინგრემმა NBA-ს პრესეზონის პირველსავე თამაშში დაამტკიცეს, რომ მომავალ სეზონში მათი ნიუ ორლეან პელიკანსი საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება.

ზაიონმა მაიამი ჰიტთან პარკეტზე 33 წუთი გაატარა (ამაზე მეტი დრო მას თავის ახალგაზრდა კარიერაში მხოლოდ ორჯერ მიეცა) და ეს წუთები იდეალურად გამოიყენა. ბემ ადებაიო მის შეჩერებას ვერ ახერხებდა - ზაიონმა 26 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, 13 მცდელობიდან 8 ჩააგდო და 11-დან 10 საჯარიმო გამოიყენა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

შესანიშნავი იყო ბრენდონ ინგრემიც - მის ანგარიშზე 22 ქულაა. სწორედ მათი დამსახურებით დომინირებდა პელიკანსი მაიამისთან და საბოლოოდ 22-ქულიანი უპირატესობით მოიგო.

თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჰიტი საუკეთესო შემადგენლობით არ ყოფილა - არ იყვნენ ისეთი ლიდერები, როგორებიც ჯიმი ბატლერი და გორან დრაგიჩი არიან. მათ არ ყოფნაში ტაილერ ჰირო (17 ქულა) და დანკან რობინსონი (14) გამოირჩნენ.

მატჩის მთავარ მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები