Thumbnail

შანსი თუშიშვილს | ტედი რინერი მსოფლიოს ორ ჩემპიონატს გამოტოვებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • L'Equipe-თან ინტერვიუში ტედი რინერმა დაადასტურა, რომ 2018 და 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებს გამოტოვებს
  • მისი მთავარი სამიზნე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაა

L'Equipe-თან ინტერვიუში მსოფლიოს 10-გზის ჩემპიონმა, ფრანგმა ტედი რინერმა განაცხადა, რომ ამიერიდან მთელ ყურადღებას 2020 წლის ოლიმპიადისთვის მზადებას დაუთმობს და ამ მიზანს ბევრ მსხვილ საერთაშორისო ტურნირს შესწირავს. 

საფრანგეთში ამ ამბავს ნახევრად სიურპრიზი დაარქვეს, რადგან ტედი რინერი ისედაც ბევრ ტურნირს ტოვებს. სიახლე კი ისაა, რომ ბოლო წლებში ბეჭდაუდებელი ძიუდოისტი აცხადებს, რომ 2018 და 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებს გამოტოვებს.

წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატს ბაქო (აზერბაიჯანი) უმასპინძლებს, გაისად კი ტოკიო (იაპონია). 

რინერი წლეულს მხოლოდ ორ დიდ ტურნირზე იასპარეზებს: ოქტომბერში მექსიკის გრან პრიზე, ხოლო ერთი თვის მერე უზბეკეთში. რინერმა თქვა, რომ შესაძლოა, მან 2019 წლის პარიზის მასტერსზე იჭიდავოს, სადაც 2013 წლის მერე არ უმარჯვია.

რინერის ცნობილი ჟესტი თუშიშვილთან ორთაბრძოლის შემდეგ

ეს ბრწყინვალე შანსია გურამ თუშიშვილისთვის, რომელიც +100 კგ წონით კატეგორიაში ახლა მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა 4 970 ქულით. თუშიშვილზე წინ რეიტინგში მხოლოდ ბრაზილიელი დავიდ მოურაა. რინერი კი რეიტინგით მესამე ადგილზეა. 

ძიუდოს სამყაროში ქართველ ძიუდოისტს რინერის ლამის ერთადერთ ალტერნატივად განიხილავენ. შარშან ქართველი ისე ებრძლა ფრანგს, რომ თავად რინერის შექება დაიმსახურა. 

კომენტარები

ბოლო ამბები