Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 111:98 ნიუ ორლეან პელიკანსი
  • დანკან რობინსონმა პირველ ტაიმში 6 სამქულიანი ჩააგდო
  • უილიამსონის და ინგრემის კარგი თამაში საკმარისი არ იყო

NBA Christmas Games მაიამი ჰიტისა და ნიუ ორლეან პელიკანსის დაპირისპირებით დაიწყო, რომელშიც მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, დანკან რობინსონმა და კომპანიამ თითქმის ყველაფერი ჩააგდეს. მერე ზაიონ უილიამსონთან ბრძოლა ცოტა გაჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაიამიმ 111:98 მოიგო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

7 ზუსტი სამქულიანით (13 მცდელობიდან) რობინსონმა საშობაო თამაშების რეკორდი დაამყარა, საბოლოო ჯამში კი მის ანგარიშზე 23 ქულა გახლდათ, რაც მაიამის შემადგენლობიდან საუკეთესო შედეგია. რობინსონმა მარტო პირველ ტაიმში 6 სამქულიანი ჩააგდო Christmas Games-ის მატჩების ისტორიაში, ტაიმში ჩაგდებული სამიანების რეკორდი დაამხო. გამორჩეულები იყვნენ ოლ-სტარი ბემ ადებაიო (17) და გორან დრაგიჩიც (18 ქულა, 9 პასი).

პელიკანსიდან მხოლოდ ზაიონ უილიამსონი (32 ქულა, 14 მოხსნა) და ბრენდონ ინგრემი (28 ქულა, 4/8 სამქულიანი) იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე, დანარჩენებისგან კი ბევრი ვერაფერი ვნახეთ.

მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები