Thumbnail
  • 2020 წლის შეფასება და არველაძეების სამომავლო გეგმები
  • სანდრო ცნობილაძის ინტერვიუ რეზი, შოთა და არჩილ არველაძეებთან

2020 წელი ქართული ფეხბურთისთვის შეიძლებოდა ისტორიული ყოფილიყო და დიდი გარღვევის დასაწყისი გამხდარიყო, მაგრამ ეროვნულმა ნაკრებმა გადამწყვეტ მატჩში, სამწუხაროდ, მარცხი განიცადა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებას ერთა ლიგის წარუმატებლად დასრულება და B ლიგაში ვერგადასვლა მოჰყვა. 2020 წელი ქართული ფეხბურთისთვის დინამო თბილისის ფარერის კუნძულებზე სამარცხვინო წაგებასთანაც ასოცირდება.

პოპსპორტმა ერთ-ერთი ყველაზე ემოციური წლის შეფასება ძმებ არველაძეებს სთხოვა. გარდა ამისა, ჩვენ იმითაც დავინტერესდით, მხოლოდ საქმიანია თუ არა შოთა არველაძის ვიზიტი სტამბოლში. საინტერესო იყო მათი მოსაზრება იმის შესახებაც, თუ როგორი საფეხბურთო ფილოსოფიის და ხედვების სპეციალისტი წარმოუდგენიათ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად - მით უმეტეს, რომ ბევრი ქომაგი ნაკრებში შოთას დანიშვნაზე ოცნებობს…

რეზი, შოთა და არჩილ არველაძეებს სანდრო ცნობილაძე Zoom-ში ესაუბრა. ინტერვიუს ვიდეოს სახით ნახავთ.

📺 არველაძეები და სანდრო ცნობილაძე ZOOM-ში

კომენტარები

ბოლო ამბები