Thumbnail

ტოჩინოშინმა მეხუთედ წააგო - ქართველ სუმოისტს ტაკაკეიშომ მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა 2021 წლის ჰაცუ ბაშოზე მეშვიდე ბრძოლა გამართა
  • ქართველი სუმოისტი ტაკაკეიშოსთან ოშიდაშით დამარცხდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირი სუმოში გრძელდება. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მეშვიდე ბრძოლა ჩაატარა და მეხუთედ დამარცხდა . ლევან გორგაძემ ტაკაკეიშოსთან წააგო, მეტოქემ ქართველ სუმოისტს ოშიდაშის ილეთით აჯობა. ლევანს ჰაცუ ბაშოზე 2 მოგება და 5 მარცხი აქვს.

ქართველმა სუმოისტმა შეხვედრა უშანსოდ დათმო. ტაკაკეიშომ ბრძოლა აქტიურად დაიწყო და ლევანს მარტივად აჯობა. მერვე საჭიდაო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე ტაკანოშო იქნება, რომელიც მე-7 დღეს დაიეიშოს დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა. ტაკანოშოს ბალანსი ჰაცუ ბაშოზე 4 მოგება და 3 მარცხია.

📺 ტოჩინოშინი V ტაკაკეიშო

კომენტარები

ბოლო ამბები