Thumbnail
  • საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთში 9 მედალი მოიგო
  • ქართველი მოჭიდავეებიდან უმედლოდ მხოლოდ დავით მარსაგიშვილი დარჩა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ანრი დელანის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო გრან პრიზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 10 წევრიდან 9 მოჭიდავემ მედლის მოგება მოახერხა. სამწუხაროდ, მედლის გარეშე მხოლოდ დავით მარსაგიშვილი (86 კგ) დარჩა.

ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ლადო ხინჩეგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) ტურნირი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ოქროს მედლები ბექა ლომთაძემ (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მოიპოვეს, ხოლო დავით ტლაშაძემ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ფინალები დათმეს.

ბექა ლომთაძემ (61 კგ) ფინალში ბელგიის სახელით მოჭიდავე აიუბ მუსაევი 8:1 გაანადგურა და 2021 წელი ოქროს მედლით დაიწყო. მუსაევმა პირველი ქულა მოიპოვა, რის შემდეგაც ბექამ ბრძოლა მარტივად შემოატრიალა.

📺 ბექა ლომთაძე V აიუბ მუსაევი

ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) მოლდოველ მიჰაილ სავას 10:0 მოუგო და შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა. ზურამ შეხვედრა პირველივე პერიოდში დაასრულა.

📺 ზურაბ იაკობიშვილი V მიჰაილ სავა

ნიკა კენჭაძემ (79 კგ) ფინალში ფრანგი ალეკმა საიფედინე 11:0 გაანადგურა და ფინალი რეკორდულ დროში მოიგო.

📺 ნიკა კენჭაძე V ალეკმა საიფედინე

გენო პეტრიაშვილმა (+125 კგ) ოქროს მედალი მოიგო. მან ფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 7:2 სძლია და 2021 წელი ოქროს მედლით დაიწყო.

📺 გენო პეტრიაშვილი V რობერტ ბარანი

კომენტარები

ბოლო ამბები