Thumbnail

ეს გუნდი აუტსაიდერი არ უნდა იყოს! ტორინოს ახალი მწვრთელი ჰყავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტორინომ ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა
  • ორშაბათს გათავისუფლებული ჯამპაოლო ნიკოლამ შეცვალა

ტორინოს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს - ასეთი შემადგენლობით (ვერდი, ბელოტი, ძაძა…) გუნდი სერია A-ს გასავარდნ ზონაში არ უნდა იყოს. 18 ტურის შემდეგ, მხოლოდ 2 მოგებით და 13 ქულით ტურინელები მე-18 ადგილზე არიან.

სწორედ ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელებმა ორშაბათს გუნდის მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო გაათავისუფლეს, დღეს კი მისი შემცვლელი წარადგინეს. ტორინოს დავიდე ნიკოლა უხელმძღვანელებს!

დავიდე ნიკოლა ბოლოს ჯენოას წვრთნიდა

47 წლის ნიკოლა გასულ წლებში ჯენოას და უდინეზეს წვრთნიდა. იგი ტორინოში უცხო კაცი არაა - 2005/2006 წლების სეზონში ნიკოლა ტორინოს ფეხბურთელი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები