Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მედიის კითხვებს უპასუხა
  • ლევან მაისაშვილი რუსეთთან მატჩს დეტალურად აფასებს

რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - 16:7. "ბორჯღალოსნებს" ამ მატჩამდეც გარანტირებული ჰქონდათ ჩემპიონის ტიტული.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ უქულო პირველ ტაიმს არ ელოდა.

ლევან მაისაშვილი: უქულო პირველი ტაიმის მოლოდინი არ გვქონდა. ამ ტიპის მატჩებში მეტოქე უნდა გყავდეს წნეხში. თუ ამას ვერ მოახერხებ, პირიქით შენ ექცევი წნეხში. მომენტები იყო, სადაც ქულები უნდა აგვეღო, მაგრამ ეს ვერ შევძელით, რის გამოც რთული მატჩი გამოვიდა. ერთ-ერთზე ორთაბრძოლები უნდა მოგვეგო  - ეს ვუთხარი მორაგბეებს.

რუსები ამ მატჩისთვის კარგად მოემზადნენ და თამაში გაგვიფუჭეს. შეტევაში ბურთი 11-ჯერ დავკარგეთ. ყველა ეს ბურთი მოწინააღმდეგის მხარეს გადადის და პრობლემები გექმნება. სამწუხაროდ, შერკინებაში რამდენჯერმე დავჯარიმდით.

მეორე ტაიმში ყველაფერი უკეთესი იყო, მაგრამ ბურთი ვერ გავაკონტროლეთ და ეს საბოლოო ჯამში ქულებზე აისახა. ეს არის იმის მიზეზი, რომ დამაჯერებლად ვერ მოვიგეთ. არცერთ ეტაპზე არ იდგა საფრთხე იმისა, რომ ამ თამაშს წავაგებდით.

სრული ვარჯიში ერთად მხოლოდ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ჩავატარეთ. მოთამაშეთა უმეტესობას 14 საათი მოუწია ფრენა. ეს პრობლემები სულ გვაქვს. მოთამაშეები დროზე ვერ შევკრიბეთ, თუმცა გვაქვს უპირატესობა, რომ ჩვენი მორაგბეები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ხანდხან ეს პრობლემად იქცევა.

📺 საქართველო v რუსეთი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები