- გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისმა სამტრედიის ჯიკო 3:0 დაამარცხა
- ბოლო 7 წელია, ჩემპიონის ბედი თბილისის და ჯიკოს დუელში ირკვევა
დასრულდა საქართველოს 27-ე ეროვნული ჩემპიონატი ქალ ფრენბურთელებს შორის. გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისმა სამტრედიის ჯიკო 3:0 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული.
პირველი ორი სეტი დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, მესამე სეტი კი თბილისმა 25:13 მოიგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:0.
თბილისი საქართველოს ჩემპიონია, სამტრედიელები ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ბათუმმა კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქუთაისს აჯობა.
სულხან ახვლედიანი (თბილისის მთავარო მწვრთნელი)
“უკვე 7 წელია, რაც საქართველოს ჩემპიონის ბედი თბილისის და ჯიკოს დუელში ირკვევა. ფინალში ამჯერადაც ეს ორი გუნდი გავიდა და საბედნიეროდ, გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ. ძალიან საინტერესო და სანახაობრივი თამაში იყო. გოგონების დამსახურებაა, რომ კიდევ ერთხელ გავხდით საქართველოს ჩემპიონები. ქართული საკლუბო ფრენბურთი ვითარდება და მომავალს ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ. რამდენიმე წლის წინ, ერთ ლიგას არ ყოფნიდა გუნდების რაოდენობა, დღეს კი ორი ლიგა გვაქვს. უმაღლეს ლიგაში 5 გუნდია, მეორე ლიგაში კი 6 გუნდი ასპარეზობს. ქართული ფრენბურთი ვითარდება და იხვეწება"
კომენტარები