Thumbnail
  • ატლეტიკოში კოვიდ-19 უკვე ექვს მოთამაშეს აქვს
  • სელტასთან მატჩის წინ, დადებითი პასუხები ლემარმა და ერერამ მიიღეს

‘მარკას’ ინფორმაციით, ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერ მადრიდის ატლეტიკოში კორონავირუსი კიდევ ორ ფეხბურთელს დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან ფრანგი თომა ლემარი და მექსიკელი ექტორ ერერა. ამით, დიეგო სიმეონეს გუნდში კორონავირუსით დაავადებული მოთამაშეების სია ექვსამდე გაიზარდა.

ორშაბათს საღამოს ატლეტიკოს ლა ლიგის მატჩი აქვს სელტასთან. ლემარამდე და ერერამდე კოვიდ-19 მუსა დემბელეს, ჟოაო ფელიქსს, იანიკ კარასკოსა და მარიო ერმოსოს დაუდგინდათ.

ლემარმა და ერერამ თვითიზოლაციაში გადაინაცვლეს. ‘მარკა’ წერს, რომ ატლეტიკოს ხელმძღვანელები გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელის ქცევით უკმაყოფილოები არიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები