Thumbnail

მადრიდულმა გამოცემა Diario AS-მა ლა ლიგა 2-ის 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ალმერიას მეკარე გიორგი მაკარიძე შეიყვანა. 30 წლის გოლკიპერმა ფუენლაბრადასთან სტუმრად (1:1) 9 "სეივი" მიითვალა!

"ქართველი მეკარე იყო უმთავრესი მიზეზი, ვის გამოც ანდალუსიელებმა ამ მატჩში არ წააგეს. რომ არა მაკარიძე, მასპინძლები ამ თამაშს კომფორტული სხვაობით მოიგებდნენ. როცა კანტეს დარტყმული ახლო მანძილიდან ფეხით მოიგერია, გიორგიმ კატის რეფლექსი გამოავლინა", - წერს AS.

📺 ალმერია V ფუენლაბრადა

სხვათა შორის, "მარკას" მიხედვით მაკარიძე ლა ლიგა 2-ში სიმაღლით მე-6 ფეხბურთელია (195 სმ) და მხოლოდ სანტიმეტრით ჩამორჩება მაღლების სამეულს რომელთა შორისაც რეალისა და მილანის ყოფილი მეკარე დიეგო ლოპესია (ესპანიოლი). 

წაიკითხე | გიორგი მაკარიძე: ნაკრები უფრო ძლიერი იქნება, თუ ვაისის ფეხბურთს აღარ ითამაშებს

შეგახსენებთ, რომ მაკარიძის გუნდი 46 ქულით მე-3 პოზიციაზეა, თუმცა ესპანიოლზე (მე-2 ადგილი - 46 ქულა) თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ლა ლიგაში პირდაპირ ორი გუნდი გადადის, მე-3 საგზურის მფლობელს კი პლეი ოფი (მე-3 - მე-6 ადგილებს შორის) არკვევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები