Thumbnail
  • L'Équipe-მა 50 ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დაასახელა
  • საუკეთესოთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაცაა

ფრანგულმა გამოცემა 'ეკიპმა' 2001 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული ნიჭიერი ფეხბურთელების სია გამოქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი 50 მოთამაშეს შორის შეიყვანეს და ის 34-ე ადგილზეა.

საინტერესოა, რომ მადრიდის რეალის ბრაზილიელი შემტევი როდრიგო ხვიჩაზე 2 ადგილით წინ არის დასახელებული, ხოლო არსენალის ფეხბურთელი გაბრიელ მარტინელი 33-ე ადგილზე გავიდა. პირველ ადგილზეა ბარსელონას ამომავალი ვარსკვლავი ანსუ ფატი, მეორე პოზიცია ედუარდო კამავინგას ერგო, ხოლო მესამე ადგილზე აიაქსის ფეხბურთელი რაიან გრავენბერხია.

ტოპ 10 ახალგაზრდა ტალანტი, რომლებიც 2001 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაიბადნენ:

1. ანსუ ფატი (ბარსელონა)

2. ედუარდო კამავინგა (რენი)

3. რაიან გრავენბერხი (აიაქსი)

4. პედრი (ბარსელონა)

5. ჯიოვანი რეინა (დორტმუნდი)

6. ჯუდ ბილინგემი (დორტმუნდი)

7. იარი ვერშაერენი (ანდერლეხტი)

8. მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი)

9. ბუკაიო საკა (არსენალი)

10. მაირონ ბოადუ (ალკმაარი) 

კომენტარები

ბოლო ამბები