Thumbnail

AUS OPEN | მაგარი დუელი იქნება! სერენა ნახევარფინალშია და იქ ოსაკა ელოდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სერენა უილიამსი 6:3, 6:3 სიმონა ჰალეპი
  • ნაომი ოსაკა 6:2, 6:2 სიე სუ-ვეი
  • ნახევარფინალში ძალიან დამაინტრიგებელი დუელი შედგება

მატჩი, რომელსაც საჩოგბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდა, შედგება! 

დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებული სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში იაპონელ ნაომი ოსაკას დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალში ოსაკამ 35 წლის ტაივანელი სიე სუ-ვეი 66 წუთში, 6:2, 6:2 დაამარცხა, უილიამსმა კი ასევე ორ სეტში მოუგო რუმინელ სიმონა ჰალეპს.

სერენამ ჰალეპი მარტივად დაამარცხა

ოსაკა აშშ-ის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული და ქალთა ჩოგბურთში ახალი თაობის შთამბეჭდავი წარმომადგენელია, სერენას კი ერთი დიდი სლემი აკლია იმისათვის, რომ ლეგენდარული ავსტრალიელის, მარგარეტ კორტის რეკორდი გაიმეოროს. ოსაკამაც და უილიამსმაც მეოთხედფინალური მატჩები ძალიან შთამბეჭდავად ჩაატარეს - ორივე შესანიშნავ ფორმაშია. 

“ის სერენა უილიამსია და მე მართლაც ყოველთვის შეშინებული ვარ, როცა კორტის მეორე მხარეს დგას,” - განაცხადა ოსაკამ მატჩის შემდეგ.

ოსაკას და სერენას დუელი ძალიან საინტერესო იქნება

საინტერესოა, რომ 23 წლის ოსაკა აქამდე ყოველთვის იგებდა ტიტულს, როცა დიდი სლემის ნახევარფინალში გადიოდა (3-ჯერ). მას შანსი აქვს, 2019 წლის შემდეგ მეორედ მოიგოს ავსტრალიის ღია პირველობა. სერენას კი მელბურნში მე-8 ტრიუმფის იმედი აქვს. მათ დუელს განსაკუთრებულ სიმძაფრეს მატებს ამერიკის ღია პირველობის 2018 წლის ფინალი, რომელშიც ოსაკამ სერენა დაამარცხა და ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფინალი გახლდათ...

 

კომენტარები

ბოლო ამბები