Thumbnail

რაგბის კავშირის არჩევნები ჩაიშალა - ქვორუმის არარსებობის გამო

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც 24 თებერვალს ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე (ყრილობა) უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. ამის მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახდა.

ქვორუმისთვის საჭირო 50 ხმა და შესაბამისად, ყრილობის ჩატარება, რომელზეც მხოლოდ 44 სუბიექტი გამოცხადდა, ვერ მოხერხდა. შედეგად, ყრილობა გადაიდო და ის 10-30 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. დებულების თანახმად, განმეორებით ყრილობაზე ქვორუმისთვის საკმარისი 38 ხმა იქნება. ამის შესახებ "პირველ არხს"  რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გოჩა მაჭავარიანმა განუცხადა.

ირაკლი აბუსერიძემ ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა იოსებ ტყემალაძე, რომელიც 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ კი, რომელმაც გასული წლის 30 დეკემბერს გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, დარღვევების საბაბით, რეგისტრაციაში აღარ გაატარა, 24 თებერვალს ჩანიშნულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები