Thumbnail
  • 📅 5 მარტი | ⌚ 00:15 | ⚽ ლივერპული V ჩელსი
  • ქულების დაკარგვის უფლება არცერთ გუნდს არ აქვს
  • თომას ტუხელი ინგლისში ჯერაც დაუმარცხებელია
  • ლივერპულს 'ენფილდზე' 17 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ 

პრემიერლიგის შუა კვირის ტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა "ენფილდზე" გაიმართება, სადაც ლივერპული ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდება. ეს არის ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგრუზისთვის - მეექვსეადგილოსანი მეხუთეადგილოსნის წინააღმდეგ.

"მერსისაიდულმა" კლუბმა პრემიერლიგაში განცდილი ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ, გასულ ტურში სტუმრად შეფილდ იუნაიტედი 2:0 დაამარცხა და არასასიამოვნო სერია შეწყვიტა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, იურგენ კლოპის გუნდს "ენფილდზე" 17 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია. ბოლოს ლივერპულმა შინ ტოტენჰემი (2:1) დაამარცხა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი "მერსისაიდელებს" შეუძლიათ, ცუდი სერია სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დაასრულონ.

ჩელსი კარგ ფორმაშია. მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში მანჩესტერ იუნაიტედთან ქულები დაკარგა (0:0), გუნდს ოთხეულში შესვლის კარგი შანსი აქვს. "არისტოკრატებს" ძალიან მძიმე კალენდარი აქვთ: წინა ტურში "წითელ ეშმაკებს" ეთამაშნენ, ახლა ლივერპულს დაუპირისპირდებიან, შემდეგ კი ევერტონთან, ლიდსთან და ატლეტიკოსთან მოუწევთ თამაში.

გერმანელი სპეციალისტი დაუმარცხებელია მას შემდეგ, რაც იგი ჩელსის მთავარი მწვრთნელად დანიშნეს. ტუხელის გუნდმა 9 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა (ერთი რუდიგერის ავტოგოლი) და ექვსი შეხვედრა მოიგო. საერთო ჯამში ლონდონელებს ყველა ტურნირზე ერთად 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

ჩელსის ბოლო პერიოდში ლივერპულთან თამაში ძალიან უჭირს. ამ ორი გუნდის ბოლო 5 პრემიერლიგური მატჩიდან “მერსისაიდელებმა” 4 მოიგეს ერთი კი ფრედ დასრულდა. გამოდის, რომ ბოლოს "არისტოკრატებმა" ლივერპული პრემიერლიგაში 2018 წელს დაამარცხეს, ხოლო "ენფილდზე" ტურის მატჩი ჩელსიმ ბოლოს 2014 წელს მოიგო. აღნიშნულ ბოლო 5 მატჩში იურგენ კლოპის გუნდმა მეტოქეს 12 გოლი გაუტანა და 5 გაუშვა.

ნ'გოლო კანტე დარწმუნებულია, რომ ჩელსის 'ენფილდზე' კარგი შედეგის ჩვენება შეუძლია

"ეს თამაში ჩენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ახლოს ვართ ოთხეულთან და ლივერპულში გამარჯვებისთვის მივდივართ. ვიცით, რომ ეს ადვილი არ ქინება. მიუხედავად ამისა, იმედით მივდივართ და დარწმუნებული ვარ, რომ 'ენფილდზე' კარგი შედეგის მიღება შეგვიძლია", - განაცხადა ნ’გოლო კანტემ. 

შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ორი გერმანელი სპეციალისტის დაპირისპირება - იურგენ კლოპი თომას ტუხელის წინააღდეგ. გარდა ამისა, მათი გუნდები სატურნირო ცხრილში მომიჯნავე პოზიციებზე არიან. ლივერპული 43 ქულით მეექვსეა, ხოლო ჩელსი 44 ქულით მე-5. თუ ორივე კლუბს სურს, რომ მომავალ წელს ჩემპიონტა ლიგაზე ითამაშოს, მაშინ ამ შეხვედრაში არცერთს არ აქვს ქულების დაკარგვის უფლება.

"მერსისაიდელებს", ისევე, როგორც თითქმის მთლიანი სეზონის განმავლობაში, ამ მატჩის წინაც სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. გუნდს ვერ დაეხმარება დიდი ხნის უკან დაშავებული ვირჯილ ვან დაიკი. ასევე არ იქნებიან: მატიპი, გომესი და გუნდის კაპიტანი ჰენდერსონი. თუმცა "მერსისაიდელთა" ბანაკში კარგი ამბებიცაა. ჩელსის წინააღმდეგ, შესაძლოა, დაბრუნდნენ დიოგო ჟოტა და ფაბინიო. გუნდს ასევე დაეხმარება ალისონი, რომელმაც წინა შეხვედრა გამოტოვა. რაც შეეხება ჩელსის: იქ ყველა მწყობრშია გარდა ჰადსონ-ოდოისა, რომლის თამაშიც კითხვის ნიშის ქვეშაა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბოლო 9 პრემიერლიგური მატჩიდან რვაში ჩელსის თამაშებში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽  ლივერპულმა პრემიერლიგაში ბოლო 4 საშინაო შეხვედრიდან ყველა წააგო.

⚽  იურგენ კლოპის გუნდს "ენფილდზე" 17 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია.

⚽  ლონდონელებმა პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩიდან ხუთში კარი მშრალად შეინახეს.

⚽  ლივერპულის ბოლო 6 საშინაო შეხვედრიდან ხუთში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽  "არისტოკრატები" პრემიერლიგაში 7 მატჩია არ აგებენ.

⚽  ყველა ტურნირზე ერთად ჩელსის 10-მატჩანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽  თომას ტუხელი ლონდონურ კლუბში მისვლის შემდეგ დაუმარცხებელია.

⚽  გერმანელი სპეციალისტის გუნდმა ბოლო 9 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

⚽  იურგენ კლოპის გუნდმა ჩელსის პრემიერლიგაში ჩატარებული ბოლო 5 მატჩში 12 გოლი გაუტანა და 5 გაუშვა.

⚽  ჩელსის ლივერპული "ენფილდზე" პრემიერლიგის ეგიდით 2014 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია. 

⚽  ლონდონელებმა "მერსისაიდელები" პრემიერლიგაში ბოლოს 2018 წელს დაამარცხეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4:3:3): ალისონი - არონლდი, ქაბაქი, ფილიპსი, რობერტსონი - ტიაგო, ვეინალდუმი, ჯონსი - სალაჰი, ფირმინო, მანე.
ტრავმა: ვან დაიკი, ჰენდერსონი, მატიპი, გომესი, ჟოტა (?), ფაბინიო (?).

ჩელსი (3:4:2:1): მენდი - აზპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი - ჯეიმსი, კანტე, კოვაჩიჩი, ალონსო - მაუნტი, ჰავერტცი - ვერნერი.
ტრავმა: ჰადსონ-ოდოი (?).       

კომენტარები

ბოლო ამბები