Thumbnail
  • მოლენბეკი 2:4 სერენი
  • ჟორჟ მიქაუტაძე: 1 გოლი, 1 საგოლე პასი

20 წლის ქართველი ფორვარდის, ჟორჟ მიქაუტაძის სერენმა სტუმრად მოლენბეკი დაამარცხა - 4:2. მიქაუტაძემ შესანიშნავად ითამაშა, მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია. 

📺 ჟორჟ მიქაუტაძის გოლი+პასი მოლენბეკთან 

მე-11 წუთზე 1:0-ზე სწორედ მიქაუტაძემ გაათანაბრა, მისი დარტყმული მცველს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა, თუმცა, რადგან ბურთი ისედაც კარში მიდიოდა, ავტოგოლი არ დაფიქსირებულა. 54-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, ჟორჟის პასით გამბიელმა ჯალოუმ გაიტანა. სხვათა შორის, აფრიკელი ფეხბურთელის დარტყმულის შემდეგ ბურთი ცარიელ კარში მიდიოდა, მიქაუტაძეს შეეძლო დამატება, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. მიქაუტაძის ანგარიშზე ჩემპიონატში (17 თამაში) 18 გოლი და 1 საგოლე პასია. სერენი 38 ქულით მე-2 ადგილზეა და ელიტაში გადასვლისთვის იბრძვის. მიქაუტაძე კი 18 გოლით ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულ დანტე ვანზეირს დაეწია. 

სერენი შემდეგ შეხვედრას 7 მარტს შინ ვესტერლოსთან ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე ლიგა 1-ის მეცის საკუთრებაა და სეზონის ბოლოს ის ფრანგულ კლუბს დაუბრუნდება. დიდი ალბათობით, 20 წლის ფორვარდი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა დღე-დღეზე საქართველოს პასპორტს მიიღებს და საქართველოს ნაკრებს მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება. 

შეგახსენებთ, რომ სწორედ მოლენბეკთან მატჩში მიიღო მიქაუტაძემ წითელი ბარათი და 3-მატჩიანი დისკვალივიკაცია, რის გამოც მას იანვარ-თებერვალში თამაში თითქმის არ მოუწია. 2021 წელს ჟორჟის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები