Thumbnail
  • კრკა 74:94 ბორაცი
  • ქართველმა კალათბურთელმა მოგებაში დიდი როლი ითამაშა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ სერბულ ბორაცში გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველმა მცველმა შედეგიანად ითამაშა სლოვენიაში, სადაც მისმა გუნდმა ადრიატიკის ლიგის ეგიდით ნოვო მესტოს კრკა-ს 94:74 სძლია.

საინტერესოა, რომ ბორაცმა პირველი ტაიმი მხოლოდ 2 ქულით მოიგო, შესვენების შემდეგ კი, სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა. სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 17:16 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. დუდამ 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბორაცმა 19 მატჩში მე-5 გამარჯვება იზეიმა და მართალია, 14-გუნდიან ლიგაში ბოლოსწინა ადგილზე რჩება, იმავე კრკა-სა და ხორვატულ ზადარს მხოლოდ თითო მოგებით ჩამორჩება. სანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, შინ, ბოსნია ჰერცეგოვინას წარმომადგენელ იგოკეასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები