Thumbnail

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ შვედეთის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და სავარაუდოდ, 25 მარტს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა და მილანის 39 წლის თავდამსხმელი 26-კაციან სიაშია.

იბრას შვედეთის ნაკრებში 116 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 62 გოლია, რითაც ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. თავდამსხმელმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 2016 წელს გამოაცხადა.

იბრაჰიმოვიჩს, რომელიც მილანის ღირსებას იცავს, იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი. კარიერის განმავლობაში მას ნიდერლანდების (აიაქსი), იტალიის (ინტერი, მილანი), ესპანეთის (ბარსელონა), საფრანგეთის (პსჟ) ჩემპიონატები, თასები და სუპერთასები აქვს მოგებული. შვედი თავდამსხმელი ინგლისში მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა, რომელთან ერთადაც ევროპალიგაში გაიმარჯვა.

გურამ კაშიას იბრას წინააღმდეგ თამაში კიდევ ერთხელ მოუწევს

მეკარეები: კარლ იოჰან იონსონი (კოპენჰაგენი), რობინ ოლსენი (ევერტონი), კრისტოფერ ნორდფელდტი (გენჩლერბირლიგი).

მცველები: პიერ ბენგტსონი (ვეილე), ანრდეას გრანკვისტი (ჰელსინგბორგი), ფილიპ ელანდერი (რეინჯერსი), ემილ კრაფტი (ნიუკასლი), მიკელ ლუსტიგი (აიკ), იოაკიმ ნილსონი (არმინია), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი), კარლ სტარფელტი (რუბინი), ლუდვიგ აუგუსტინსონი (ვერდერი).

ნახევარმცველები: იენს კაიუსტე (მიდტიულანდი), ემილ ფორსბერგი (ლაიპციგი), ვიქტორ კლაესონი (კრასნოდარი), ალბინ ეკდალი (სამპდორია), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი), სებასტიან ლარსონი (აიკ), კრისტოფერ ოლსონი (კრასნოდარი), კენ სემა (უოტფორდი), მატიას სვანბერგი (ბოლონია).

თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), მარკუს ბერგი (კრასნოდარი), ალექსანდერ ისაკი (რეალ სოსიედადი), იესპერ კარლსონი (ალკმაარი), რობინ ქუაისონი (მაინცი).

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში საქართველო და შვედეთი ესპანეთთან, საბერძნეთსა და კოსოვოსთან ერთად გამოდიან. შვედეთის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს 25 მარტს, შინ სწორედ საქართველოს ნაკრებთან გამართავს, 28-ში კოსოვოს კი ესტუმრება. შვედები 31-ში ამხანაგურად ესტონეთთან ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები