Thumbnail

'მჯერა, რომ საქართველოს ვასახელებთ' - მიქაუტაძის პირველი კომენტარი ნაკრებზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ეროვნული ნაკრების ახალმა თავკაცმა ვილი სანიოლმა გუნდში 20 წლის გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე მიიწვია, რომელმაც სპეციალურად საამისოდ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის მეცის საკუთრებაში მყოფი ფორვარდი საფრანგეთშია დაბადებული და გაზრდილი. 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სტატუსით მიქაუტაძემ პირველი კომენტარი სფფ-ის ფეისბუქის გვერდს მისცა:

“ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მიხარია, რომ მექნება ნაკრებში თამაშის...

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on სამშაბათი, 16 მარტი, 2021

გიორგი მიქაუტაძე: "ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მიხარია, რომ მექნება ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა. ჩვენ გულშემატკივრებს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ. მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა და ვასახელებთ საქართველოს - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

წაიკითხე | სანიოლის პირველი გუნდი - საქართველოს ნაკრები შემადგენლობა გაირკვა

მიქაუტაძემ ბელგიურ სერენში, სადაც იჯარით თამაშობს, 19 მატჩში 18 გოლი გაიტანა. ახლახან მან მეცთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. 

კომენტარები

ბოლო ამბები