Thumbnail
  • თელავი 0:3 დინამო თბილისი
  • გოლები: 0:1 მარუშიჩი (63), 0:2 სპორკსლედე (69), 0:3 რადინი (72)

ეროვნული ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ჩემპიონმა დინამო თბილისმა სტუმრად თელავი დაამარცხა - 3:0. ყველა გოლი მე-2 ტაიმში გავიდა, ჯერ დავით კობოურის პასით ზორან მარუშიჩმა თავურით გახსნა ანგარიში. შემდეგ სერბმა ფორვარდმა ფაბიან სპორკსლედეს შორიდან გაატანინა. ბოლოს კი მილან რადინმა სოლო-გოლი გაიტანა ასევე შორი მანძილიდან.

 დინამო თბილისი 10 ქულით პირველ ადგილზეა (სანამ დინამო ბათუმი და დილა თავიანთ მატჩებს ითამაშებენ) და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 3 აპრილს გორის დილას მასპინძლობს. თელავს ხუთი თამაშიდან 5 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა, 3 აპრილს ბესიკ აბულაძის გუნდი საბურთალოს ესტუმრება. 

📺 თელავი v დინამო თბილისი [მიმოხილვა]

თელავი 0:3 დინამო თბილისი

გოლები: 0:1 მარუშიჩი (63), 0:2 სპორკსლედე (69), 0:3 რადინი (72)

დინამო თბილისი (3-4-1-2): კვასხვაძე - ხვადაგიანი (73. ხარაბაძე), პაპავა, მონხილი - სპორკსლედე (78. წოწონავა), მექვაბიშვილი (73. მოისწრაფიშვილი), გაგნიძე (78. კუცია), კობოური - რადინი - მარუშიჩი, გაბედავა (73. ახვლედიანი) 

კომენტარები

ბოლო ამბები