Thumbnail
  • Sportarena: უკრაინა ტალანტებს სხვისთვის ზრდის
  • 'ფოცხვერია, გვილია, ახლა უკვე წიტაიშვილი'...

უკრაინული Sportarena სტატიას აქვეყნებს სათაურით: "ფიფას და უეფას პრობლემა აქვს, თუ არ მოგვარდა მთელი სანაკრებო სისტემა ჩამოიშლება"...

"უკვე დროა, მხარი დაუჭირონ იმ ფედერაციებს, რომლებიც ზრდიან ფეხბურთელებს, არა მარტო თავიანთი ნაკრებებისთვის, არამედ - სხვებისთვისაც", - წერს საიტი და ფეხბურთის ისტორიას იხსენებს, თუ როგორ იყო ადრე, ვის ჰქონდა თამაში ამა თუ იმ ნაკრების შემადგენლობაში: "ადრე ყველაფერი მარტივად იყო, დაიბადე ამ ქვეყანაში, ესე იგი იმ ქვეყნის ნაკრებში თამაში შეგიძლია. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა". 

წაიკითხე | გიორგი წიტაიშვილი: შევჩენკოს ვუთხარი, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა!

"არ დაგვავიწყდეს, რომ ნაკრების გაძლიერების სხვადასხვა მეთოდის გარდა არის კიდევ "სისხლის წესიც". თქვენ შეიძლება აღმოგაჩნდეთ ბებია სხვა ქვეყნიდან და იმ ნაკრებში თამაშიც მოახერხოთ".

"1992 წლიდან მოყოლებული უკრაინული ფეხბურთი სხვა ქვეყნის ნაკრებებს კადრებს აწვდის. გავიხსენოთ ტერნავსკი, კანჩელსკისი, ონოპკო, იურანი, ნიკოფოროვი, ციმბალარი. დობროვოლსკი - ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია".

გამოცემა მიიჩნევს, რომ 90-იან წლებში რუსეთის ნაკრები ლამის სანახევროდ უკრაინული იყო. ახლა კი უკრაინის აღზრდილები თამაშობენ პოლონეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში და სხვა ქვეყნებში. აქ კი საქართველოც არის ნახსებები:

"უკრაინაში აღზრდილი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში მოხვდნენ: ფოცხვერია, გვილია, მახარაძე და ახლა უკვე წიტაიშვილიც". 

გამოცემამ დაახლოებით 50-მდე ფეხბურთელი გაიხსენა, რომლებიც უკრაინულმა ფეხბურთმა გაზარდა და მერე დაკარგა, რადგან სხვა ნაკრებებში გადაწყვიტეს თამაში. 

"ერთი მხრივ, თუ ზრდასრული ადამიანი ქვეყანას უყურებს, როგორც გასაცვლელ მონეტას, მაშინ, სჯობს, წავიდეს! ნაკრებში უფრო სუფთა ჰაერი იქნება, მაგრამ ფიფამ და უეფამ კომპენსაცია უნდა დააწესოს იმ ფედერაციის სასარგებლოდ, რომელთაც ფეხბურთელები გაზარდეს და ასე იოლად შემოეცალნენ ხელიდან. ეს ხომ ხდება საკლუბო ფეხბურთში და რატომ არ უნდა შემოვიღოთ სანაკრებოში", - კითხულობს სტატიის ავტორი. 

შეგახსენებთ, რომ 20 წლის გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც დინამო კიევის ფეხბურთელია და უკრაინის ნაკრებთან ერთად 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია, საქართველოს ნაკრებში თამაში აირჩია. 

მიხეილ ფოცხვერია ლუჰანსკის დინამოს აღზრდილი იყო, მაგრამ მან 1996 წელს უკრაინასა და საქართველოს შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. ვაკო გვილია ხარკოვის მეტალისტის აღზრდილია, ისიც საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ზაურ მახარაძემ ასევე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა გოლკიპერს ჯერ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არ უთამაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები