Thumbnail

'ნოიერის და ობლაკის დონეა' - გიბრალტარის მეკარემ 3 გოლი გაუშვა, მაგრამ სიმბოლურშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ევროპაში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. პირველ დღეს თამაშები A, D, E, G და H ჯგუფებში ჩატარდა და ბევრი გოლიც გავიდა.  whoscored.com-მა დღის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა, რომელშიც მოხვდა მეკარე, რომელმაც სამი გოლი გაუშვა და მისმა გუნდმა 0:3 დათმო...

დეილ ედვარდ კოლინგი ირლანდიური გლენტორანის 24 წლის გოლკიპერია, რომელიც ლამის ერთადერთი პროფესიონალია გიბრალტარის ნაკრებში. 24 მარტს გიბრალტარს ნორვეგია ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. ჰაალანდმა და კომპანიამ მასპინძელთა კარისკენ 29-ჯერ დაარტყა (!), კოლინგის ანგარიშზე 12 სეივია. ბევრს ეგონა, რომ ერლინგ ჰაალანდი თავს გამოიჩენდა, მაგრამ კოლინგმა ნორვეგიელთა სუპერვარსკვლავს ამის საშუალება არ მისცა. მან გამოცემისგან 8.4 ქულა დაიმსახურა.

📺 გიბრალტარი v ნორვეგია [მიმოხილვა]

მან იმდენად შთამბეჭდავად ითამაშა, რომ ნორვეგიელმა კომენტატატორმა, წარსულში ცნობილმა ფორვარდმა იან აგე ფიორტოფტმა კოლინგი მანუელ ნოეიერსა და იან ობლაკსაც კი შეადარა. მან ტვიტერზე დაწერა: "ახლა მსოფლიოში საუკეთესო მეკარეები ნოიერი, ობლაკი და კოლინგი არიან". 

"პირველი მატჩით კმაყოფილი ვარ, ძალიან ბევრი შანსი შევქმენით, მაგრამ მათ კარში საოცარი მეკარე ჰყავდათ, ფანტასტიკური სეივებით", - განაცხადა ნორვეგიელთა თავკაცმა სოლბაკენმა მატჩის შემდეგ. 

პირველი დღის სიმბოლურში ერთი ფეხბურთელი მოხვდა მაქსიმალური ქულებით - ჩეხმა ტომაშ სუჩეკმა ესტონეთის კარში ჰეთ თრიკი შეასრულა. სიმბოლურში არიან მისი თანაგუნდელებიც" იაკუბ იანტკო (8.4) და პატრიკ შიკი (9.6). გუნდში სამი ნორვეგიელია: ალეკსანდერ სორლოტი (9.9), კრისტიან ტორტსვედტი (9.0) და იონას სვენსონი (8.3). აღსანიშნავია, რომ პირველ დღეს ჰეთ თრიკი ბურაქ ილმაზმაც (თურქეთი) შეასრულა, მაგრამ სიმბოლურ გუნში ვერ მოხვდა, რადგან ორმა ფორვარდმა მასზე უკეთესი შეფასება მიიღო.

ყატარი 2022. ევროპა. I დღის სიმბოლური whoscored.com

დღის სიმბოლური: დეილ კოლინგი (გიბრალტარი. 8.4) - იონას სვენსონი (ნორვეგია. 8.3), იოანის კუსულოსი (კვიპროსი. 7.9), მიკოლა მატვიენკო (უკრაინა. 7.7), რისტო რადუნოვიჩი (მონტენეგრო. 8.3) - დუშან ტადიჩი (სერბეთი. 8.9), ტომაშ სუჩეკი (ჩეხეთი. 10.0), კრისტიან ტორსტვედტი (ნორვეგია. 9.0), იაკუნ იანტკო (ჩეხეთი. 8.4) - ალეკსანდერ სორლოტი (ნორვეგია. 9.9), პატრიკ შიკი (ჩეხეთი. 9.6)

 

კომენტარები

ბოლო ამბები