Thumbnail
  • ნორვეგია თურქეთთან განადგურა, ბელგიამ პრაღაში ვერ მოიგო
  • პორტუგალიას სერბეთთან მოგება წაართვეს

ყატარი 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის შესარჩევ ზონაში მეორე ტურის მატჩები A, E, G, H ჯგუფებში გაიმართა. ნორვეგია თურქეთთან უშანსოდ დამარცხდა. თურქებმა, ნიდერლანდების დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ, ნორვეგიასაც იოლად სძლიეს და ჯგუფის ლიდერები არიან.

ნორვეგია 0:3 თურქეთი

გოლები: 0:1 ტუფანი (4), სოიუნჯუ (28), 0:3 ტუფანი (59)

ბელგიამ პრაღაში მხოლოდ ქულა აიღო. ჩეხები პროვოდის გოლით იგებდნენ, თუმცა ლუკაკუმ წონასწორობა აღადგინა და მატჩიც 1:1 დასრულდა. ორივე ნაკრებს 4-4 ქულა აქვს და E ჯგუფს ლიდერობენ.

ჩეხეთი 1:1 ბელგია

გოლები: 1:0 პროვოდი (50), 1:1 ლუკაკუ (60)

პორტუგალიამ 3 ქულა ჯერ ხელიდან გაუშვა, ხოლო ბოლო წუთზე 3 ქულა წაართვეს. ევროპის მოქმედი ჩემპიონები პირველ ტაიმს ჟოტას დუბლით 2:0-ს იგებდნენ, რის შემდეგაც ჯერ მიტროვიჩმა შეამცირა ანგარიშში სხვაობა, ხოლო კოსტიჩმა ანგარიში გაათანაბრა. კრიშტიანო რონალდოს ბოლო წუთზე 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს და სერბეთმაც ქულის აღება შეძლო.

სერბეთი 2:2 პორტუგალია

გოლები: 0:1, 0:2 ჟოტა (11,36), 1:2 მიტროვიჩი (46), 2:2 კოსტიჩი (60)

მონტენეგრო 4:1 გიბრალტარი

გოლები: 1:0 ბექირაი (25), 1:1 სტაიჩი (პენ-30), 2:1 შიმიჩი (43), 3:1 ტომაშევიჩი (53), 4:1 იოვეტიჩი (80)

რუსეთი 2:1 სლოვენია

გოლები: 1:0, 2:0 ძიუბა (26, 35), 2:1 ილიჩიჩი (36)

ბელარუსი 4:2 ესტონეთი

გოლები: 0:1 ანიერი (31), 1:1 ლისაკოვიჩი (პენ-45), 1:2 ანიერი (55), 2:2 კენდიში (64), 3:2 სავიცკი (81), 4:2 ლისაკოვიჩი (83)

ხორვატია 1:0 კვიპროსი

გოლი: 1:0 პაშალიჩი (40)

ნიდერლანდები 2:0 ლატვია

გოლები: 1:0 ბერგუისი (32), 2:0 დე იონგი (69)

ირლანდია 0:1 ლუქსემბურგი

გოლი: 0:1 როდრიგეში (85)

სლოვაკეთი 2:2 მალტა

გოლები: 0:1 გამბინი (16), 0:2 სატარიანო (20), 1:2 სტრელეცი (49), 2:2 შკრინიარი (53)

კომენტარები

ბოლო ამბები