Thumbnail
  • ბორაცი 83:76 FMP
  • დუდა სანაძემ თავის გუნდს ულიდერა

ადრიატიკის ლიგის მე-18 ტურში დუდა სანაძის ბორაცმა ბელგრადის FMP-ს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 83:76 დაამარცხა. სანაძის გუნდმა პირველივე პერიოდში დიდი უპირატესობა მოიპოვა, 29:10 დაწინაურდა და მიუხედავად იმისა,რ ომ შემდეგ სამივე მეოთხედი წააგო, საბოლოოდ გამარჯვება მაინც მოიპოვა.

დუდა მატჩის ბომბარდირი გახდა. ქართველმა კალათბურთელმა 27:54 წუთში 19 ქულა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 მოხსნა დაფარება მიითვალა. სანაძემ 6-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

სერბული ბორაცი ადრიატიკის ლიგაში 7 გამარჯვებით და 16 მარცხით მე-8 ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები