Thumbnail

31-ე კლუბი 44 წლის ასაკში - რეკორდსმენი სებასტიან აბრეუ თამაშს აგრძელებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ურუგვაის ნაკრების ექს-თავდამსხმელი ფეხბურთიდან წასვლას არ ჩქარობს
  • სებასტიან აბრეუმ კარიერის განმავლობაში 31-ე კლუბის მაისურა მოირგო

ურუგვაის ეროვნული ნაკრების, ესპანური დეპორტივოსა და რეალ სოსიედადის ყოფილი თავდამსხმელი სებასტიან აბრეუ კარიერის დასრულებას არ ჩქარობს. 44 წლის ფეხბურთელმა გუნდი კიდევ ერთხელ შეიცვალა და სამშობლოში დაბრუნებული, ადგილობრივი სუდ ამერიკას ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ურუგვაის რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე კლუბის ტვიტერი წერს.

სებასტიან აბრეუმ ამით მისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. ფეხბურთელისთვის ახალი კლუბი 31-ეა პროფესიონალურ კარიერაში. სებასტიანის ბოლო კლუბი მინას-ჟერაისის ატლეტიკი (ბრაზილია) იყო.

სებასტიან აბრეუ თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მექსიკისა და ურუგვაის 7-7 კლუბში გამოდიოდა, ბრაზილიაში - 6, ხოლო არგენტინაში, ჩილესა და ესპანეთში 2-2 კლუბის ღირსებას იცავდა. თავდამსხმელმა მხოლოდ ერთი კლუბის ფორმა მოირგო ისრაელში, საბერძნეთში, ეკვადორში, პარაგვაისა და სალვადორში.

სებასტიანი ნაკრებსა და არაერთ კლუბში 13-ნომრიანი მაისურით თამაშს ამჯობინებდა

აბრეუ ურუგვაის ნაკრების ღირსებას 1996-2012 წლებში იცავდა. ეროვნული გუნდი შემადგენლობაში მან 2011 წელს "კოპა ამერიკა" მოიგო, 2010-ში კი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები