- კადისი-ვალენსიას მატჩი რასისტული სკანდალის გამო დროებით შეწყდა
- მუხტარ დიაკაბიმ რასისტულ შეურაცხყოფაში ხაუნ კალა დაადანაშაულა
- ესპანელი მცველი ბრალდებას უარყოფს და ჩივილს სასამართლოში აპირებს
- 'შავი განავალი მიწოდა' - რა მოხდა კადისი-ვალენსიას მატჩში
კადისის მცველი ხუან კალა, რომელიც ვალენსიას ფეხბურთელის, მუხტარ დიაკაბის მიმართ რასისტულ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს, ამბობს, რომ მსგავსი არაფერი ჩაუდენია და ცილისწამებისთვის ჩივილს სასამართლოში აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში, კადისი-ვალენსიას შეხვედრის (2:1) პირველ ტაიმში მოხდა. დიაკაბიმ, რომლის თქმით, მას კალამ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვა. მას მხარი თანაგუნდელებმაც აუბეს და შეხვედრა 25 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო.
"ეს ყველაფერი უკვე ცირკს დაემსგავსა. სასამართლოში ვუჩივლებ ყველას, ვინც ჩემს ღირსებას ცუდად ეხებება. ჩემი იურისტები ინფორმაციას უკვე აგროვებენ. შემიძლია დაველაპარაკო დიაკაბის და ავუხსნა, რომ მსგავსი რამ მისთვის არ მითქვამს. ესპანურ ფეხბურთში მოთამაშეებს შორის რასიზმი არ არსებობს. თითოეულ გუნდში არის კანის განსხვავებული ფერის მქონე ხუთი-ექვსი მოთამაშე. მხარს ვუჭერ რასიზმთან ბრძოლას, მაგრამ ჩემთვის ესპანურ ფეხბურთში რასიზმი არ არსებობს.

სხვადასხვა ადამიანები - ჩინელები, აფრიკელები, მხარდაჭერის წერილებს მიგზავნიდნენ. 15-წლიან საფეხბურთო კარიერაში ვერავინ გაიხსენებს მსგავს რამეს, რასაც ახლა მაბრალებენ. ეს ჩემთვის იოლი არ იყო. სოციალურ ქსელებში ჩემი ოჯახი უამრავ მუქარას იღებდა, მაგრამ მე პირადად მშვიდად ვარ, რადგან უდანაშაულო ვარ იმაში, რასაც მაბრალებენ", - ამბობს კალუ.
📺 სკანდალური ეპიზოდი კადისი-ვალენსიას მატჩში
31 წლის ხუან კალამ კადისის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონის 25 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი. 29 ტურის შემდეგ, კადისს 32 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. ქულით მეტი აქვს და მე-12 პოზიციაზეა ვალენსია.
კომენტარები