Thumbnail

ჩხეიძე უმედლოდ - ქართველ ძალოსანს ბრინჯაომდე ერთი კილო დააკლდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ) ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა
  • ქართველმა ძალოსანმა ტურნირი უმედლოდ დაასრულა

მოსკოვში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. 10 აპრილს ფიცარნაგზე ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) გავიდა. მან ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა. ირაკლის საუკეთესო შედეგი 171 კილოგრამი იყო, რაც მედლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგანაც ბელარუსმა შარანკუმ მასზე ერთი კილოგრამით მეტი აწია.

სამწუხაროდ, ჩხეიძე აკვრაშიც უმედლოდ დარჩა. ირაკლიმ პირველ ცდაზე 205 კილოგრამი დასძლია, თუმცა შემდეგი ორი ცდა გაუფუჭდა და ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა. ქართველი ძალოსანი ორივე მოძრაობაში მე-5 ადგილზე გავიდა და ტურნირიც საერთო ჯამში მე-5 ადგილზე დაასრულა.

ირაკლი ჩხეიძე ევროპის ჩემპიონატზე

ატაცი - 162 კგ.✅, 167 კგ.✅, 171 კგ.✅

აკვრა - 205 კგ.✅, 210 კგ.❌, 210 კგ.❌

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის 5 მედალი აქვს - ანტონ პლესნოის 3 ოქრო, შოთა მიშველიძისა (61 კგ.) და რევაზ დავითაძის (89 კგ.) ვერცხლის მედლები. ევროპის ჩემპიონატზე დღეს ანასტასია გოტფრიდი (87 კგ.) იასპარეზებს, ხოლო 11 აპრილს – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +109 კგ.).
 

კომენტარები

ბოლო ამბები