Thumbnail

31:0 - ავსტრალიის მსოფლიო რეკორდიდან 20 წელი გავიდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ავსტრალია 31:0 ამერიკის სამოა
  • ამ თამაშის შემდეგ ავსტრალია აზიის კონფედერაციაში გადაიყვანეს

2001 წელს, კორეა-იაპონიის მუნდიალის შესარჩევ მატჩში, ავსტრალიამ ამერიკის სამოა 31:0 დაამარცხა და მსოფლიო ფეხბურთის რეკორდი დაამყარა. ასევე, ოფიციალურ საერთაშორისო მატჩში გატანილი გოლების რაოდენობით - 13, მსოფლიო რეკორდი არჩი თომპსონმაც დაამყარა.

2 დღით ადრე, ავსტრალიელებმა ტოგო 22:0 დაამარცხეს და კუვეიტის მსოფლიო რეკორდი - 20:0 გამარჯვება ბუტანთან, გააუმჯობესეს. "მსოფლიო რეკორდის მოხსნა კარგია, მაგრამ ასეთი მატჩები ნამდვილად არ გვჭირდება." - ამბობდა თომპსონი მატჩის შემდეგ.

ამ თამაშის შემდეგ, ავსტრალიის ფეხბურთის ასოციაციის მოთხოვნით, FIFA ფორმატის ცვლილებაზე დაფიქრდა. ასეთი მატჩების თავიდან ასარიდებლად, ავსტრალია ოკეანეთის კონფედერაციას გამოეყო და 2006 წლიდან აზიის წევრი გახდა.

ამ თამაშის გარშემო, 2014 წელს გადაიღეს დოკუმენტური ფილმი 'Next Goal Wins' რომელიც ამერიკის სამოას ნაკრების ტრანსფორმაციას ასახავს, სადაც ერთ დროს მიწასთან გასწორებული ნაკრები და ავსტრალიასთან შეხვედრაში მონაწილე ფეხბურთელები, ისტორიაში პირველი მატჩის მოგებას ზეიმობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები