Thumbnail

ხატიაშვილის აღიარება ამერიკაში - ქართველი მორაგბე სიმბოლურში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიკოლოზ ხატიაშვილის ჰიუსტონმა სან დიეგოს მძიმე ბრძოლაში აჯობა
  • ქართველი მორაგბე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

ნიკოლოზ ხატიაშვილის ჰიუსტონმა ამერიკის სარაგბო ლიგაში (MLR) სან დიეგო ლეგიონს უმასპინძლა და მეტოქეს 2 ქულით, 34:32 მოუგო. ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ქართველი მორაგბის გუნდმა სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ კონფერენციაში 9 ქულით მე-4 ადგილზეა.

ხატიაშვილი მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ნიკოლოზის გარდა სიმბოლურ გუნდში მისი 3 თანაგუნდელი მოხვდა - ბოიერი (9), დიკიდიკილატი (13) და ბალეკანა (14). ხატიაშვილის გუნდი მომდევნო ტურში ლოს ანჯელესური გილიტინისის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელსაც 3 ტურში სამი მოგება აქვს და ყველა მატჩში ბონუს ქულა აიღო.

After a fantastic showing on Saturday, 4 ‘Cats get selected to @usmlr XV of the week!! Congratulations to these guys and...

Posted by Houston SaberCats Rugby on Tuesday, April 13, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები