Thumbnail

ერთი ჩხუბი: რიკი ჰატონი - იმონ მაგი [2002]

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 'Anarchy in UK'
  • ბრძოლა, რომელსაც მთელი ბრიტანეთი და ირლანდია ელოდა!

2002 წლის პირველ ივნისს, მანჩესტერში 20,000 ბილეთი გაიყიდა. ამდენი ხალხი, მაშინ რიკი ჰატონის საყვარელი გუნდის - მანჩესტერ სიტის თამაშებზე არ დადიოდა. 

ივნინგ ნიუს არენაზე, ინგლისის და მანჩესტერის სიამაყე, მაშინ დაუმარცხებელი ჰატონი ბელფასტელ ხულიგანს - იმონ მაგის დაუპირისპირდა.

იმონ მაგი
წიგნის წაკითხვა გინდათ? ბეისბოლის ჯოხებით ვარ ნაცემი, ერთხელ ყელი გამომჭრეს, ორჯერ მომიტაცეს და ქვეყნიდან გამიყვანეს, ორჯერ მესროლეს; სასჯელს ვიხდიდი, როდესაც ჩემი შვილი სასიკვდილოდ დაჭრეს...

ამის მიუხედავად, მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი, თან ისე, რომ ბარიდან არ გმოვსულვარ და ყოველღამე იმდენ კოკაინს ვიყნოსავდი, ცხენს წააქცევდა. ჩემი ცხოვრება არ არის წიგნი, კინოს სცენარია ეს ნაბიჭვარი!"

ასე იწყება იმონ მაგის ბიოგრაფიული წიგნი. ბელფასტელი, ირლანდიის სახელით მოასპარეზე მოკრივე, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და ბრიტანულ ერთა თანამეგობრობის ჩემპიონი გახლდათ.

ჰატონი - მაგი

პირველივე რაუნდში, ჰატონმა კარიერაში პირველი 'ნოკდაუნი' იგემა, თან ზედიზედ ორჯერ, თუმცა ინგლისელმა მობილიზება შეძლო და 12 რაუნდიანი ბრძოლა ქულებით მოიგო.

რიკი ჰატონმა რამდენიმე წელი კიდევ დაუმარცხებლად იჩხუბა, თუმცა შემდეგ ნევადას ეწვია და მსოფლიო ბოქსის ლეგენდასთან - ფლოიდ მეივეზერთან მეათე რაუნდში საშინელი 'ნოკაუტით' დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები