Thumbnail
  • მექსიკა 2:0 ბულგარეთი | 1986 წლის მუნდიალი

1974 წელს, 10 წლით ადრე ფიფამ 86-ის მუნდიალის მასპინძელ ქვეყანად კოლუმბია შეარჩია, თუმცა 1982-ში კოლუმბიის მთავრობამ განაცხადა, რომ მსოფლიოს ვერ ჩაატარებდა.

შედეგად, მასპინძლობის უფლება 1970-ის მსგავსად, მექსიკას მისცეს. ტურნირის მასპინძლებმა ჯგუფური ეტაპი მარტივად გაიარეს და მერვედფინალში ბულგარელებს შეხვდნენ.

გოლის ეპიზოდი

შეხვედრაში პირველი გოლი უნამის ნახევარმცველმა - მანუელ ნეგრეტემ გაიტანა, ასეთი მაგარი გოლი იმ წელს აცტეკაზე და ზოგადად ტურნირზე მხოლოდ დიეგო მარადონამ გაიტანა, როდესაც მარგარეტ ტეტჩერით დაწყებული, ტერი ბატჩერით დამთავრებული ყველა ინგლისელი მოატყუა.

ნეგრეტემ თითქმის მთელი კარიერა მექსიკაში გაატარა, მხოლოდ 1986-87 წლებში იყო საზღვარგარეთ, როდესაც ჯერ ლისაბონის სპორტინგში ასპარეზობდა, შემდეგ ხიხონის სპორტინგის წევრი გახლდათ.

უნამელის გოლს, რაულ სერვინმა მეორე დაუმატა და მექსიკა მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მასპინძლები პენალტებში, პენალტების სპეციალისტებთან - გერმანელებთან 4:1 დამარცხდნენ. ჰარალდ შუმახერს ნეგრეტემ გაუტანა, მაგრამ მომდევნო ორი პენალტი გერმანელმა მოიგერია.

კომენტარები

ბოლო ამბები