Thumbnail
  • ანსუ ფატი ნოემბრის დასაწყისში დაშავდა
  • 18 წლის ფეხბურთელს ტრავმა გაურთულდა

მიუხედავად მცირე ასაკისა, ანსუ ფატი 2020/21 წლების სეზონის დასაწყისში ბარსელონას ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი 18 წლის ფეხბურთელს ძალიან ენდობოდა და ბევრ სათამაშო დროს აძლევდა.

ნოემბრის დასაწყისში, ბეტისის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მან მარცხენა მუხლის დაზიანება მიიღო - ფატის მენისკის პრობლემები აწუხებდა. ამავე თვეში მან მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და თავდაპირველი ცნობებით, ესპანელს 4 თვე გაუცდებოდა.

პროფილაქტიკისთვის გაწერილი დრო დიდი ხანია გავიდა, თუმცა ახალგაზრდა შემტევი მოედანს ისევ ვერ დაუბრუნდა. მიუხედავად მკურნალობის მრავალი ხერხისა, ანსუს სარეაბილიტაციო პროცესი გაიწელა. ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ ფატის ახალი ოპერაცია არ დასჭირდებოდა და სეზონის ბოლოს მაინც ითამაშებდა, თუმცა ცნობილი ხდება, რომ მას კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა სჭირდება, რომელიც ხუთშაბათსაა ჩანიშნული.

ოპერაციის ჩატარების შემდეგ მას კიდევ 2 თვე გაუცდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბარსელონას შემტევისთვის სეზონი დასრულებულია - ის ვერც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ანსუ ფატის კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება

ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრავმის გართლების გამო ანსუ გულდაწყვეტილია. ახალგაზრდა ესპანელს დაზიანებამდე კარგი პერიოდი ჰქონდა და განვითარების სწორ გზაზე იყო. ანსუ ფატიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სულ 7 მატჩის ჩატარება მოასწო, სადაც თავი 4 გატანილი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ესპანელმა 3 შეხვედრა გამართა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები