Thumbnail
  • უეფამ წესი კორონავირუსის პანდემიის გამო შეცვალა
  • მწვრთნელებს შემადგენლობის დასახელებისთვის დრო 1 ივნისამდე აქვთ

მომავალ ზაფხულს 1 წლის წინ გასამართი ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შარშან ვერ გაიმართა და გადაიდო, თუმცა პანდემიამ ტურნირისთვის გარკვეული ცვილებები მაინც გამოიწვია.

უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებს 23 ფეხბურთელის ნაცვლად, როგორც ეს აქამდე იყო, კონტინენტის პირველობაზე უფრო მეტი, 26 მოთამაშის წაყვანის უფლება ექნებათ. 

გადაწყვეტილება მიღებულია იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, ტურნირის მსვლელობის დროს, რომელიმე ნაკრების მოთამაშეს კოვიდ-19 დაუდასტურდეს ან ინფიცირებულის კონტაქტი იყოს და დადგენილი საკარანტინო ნორმების დაცვა მოუწიოს. გუნდებს მატჩის ჩასატარებლად საკმარისი მოთამაშეები რომ ჰყავდეთ, მათი რიცხვი უეფამ სამით გაზარდა.

მიუხედავად ახალი წესისა, გუნდმა ერთი კონკრეტული შეხვედრისთვის 23-კაციანი განაცხადი უნდა წარადგინოს, მათ შორის სამი მეკარე - ამ შემთხვევაში არაფერი შეცვლილა. 

მწვრთნელებს შემადგენლობის დასახელება 2021 წლის 1 ივნისამდე შეუძლიათ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთამაშე მძიმე ტრავმას მიიღებს, ან დაინფიცირდება, მისი გამოცვლა ტურნირზე ჩასატარებელ პირველ მატჩამდე შეუზღუდავად (რამდენი მოთამაშეც იქნება ინფიცირებული ან ტრავმიანი) არის შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები