Thumbnail

L’Équipe-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების პირველხაზელი ლევან ჩილაჩავა მონპელიედან კასტრში გადავიდა. ჩილაჩავა კასტრს 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და ის უკვე შეუერთდა ახალ კლუბს. 

29 წლის მორაგბეს მონპელიესთან კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა ოქიტანიურმა კლუბმა მას დაუყოვნებლივ მისცა გადასვლის ნებართვა. ასე რომ, თუ კასტრი პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს, ჩილაჩავას ამ სეზონშივე შეეძლება ახალ გუნდში თამაში. მონპელიე ქართველ მორაგბეს ოფიციალურად დაემშვიდობა და კასტრში წარმატებები უსურვა.

კასტრში ამ სეზონში ჩილაჩავა იშვიათად თამაშობდა - სულ 7 მატჩი Top 14-ში და ჩელენჯ კაპზე. კასტრში ბურჯების საკადრო პრობლემებია, ტრავმირებულები არიან ტუდორ სტრო, ვეიან დე ბენედეტისი და ლუკა პოინტუდი. დღეისათვის კასტრი 55 ქულით Top 14-ში მე-7 ადგილზეა.

უნივერსიტეტის ყოფილ მორაგბეს საფრანგეთში ტულონში (2012-2018) და მონპელიეში (2018-დან) უთამაშია. საქართველოს ნაკრებში მას 54 კეპი აქვს მოპოვებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები