Thumbnail

მაზიაშვილის 24 ქულა და ვესთბრუქის გარდამტეხი სამიანი - ვერამ კაკტუსი დაამარცხა

  • კაკტუსი 83:88 ვერა
  • თბილისურმა კლუბმა მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი მოიგო

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში პლეი ოფის მატჩები დაიწყო. ვერამ სერიის პირველ შეხვედრაში კაკტუსი 88:83 დაამარცხა და მეორე მოგების შემთხვევაში ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. ვერამ პირველი ტაიმი 42:38 მოიგო, თუმცა მესამე მეოთხედი 5 ქულით დათმო და გადამწყვეტ პერიოდს 1-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა. დანიელ ვესთბრუქმა 3-ქულიანის ჩაგდება შეძლო და ვერას სოლიდური უპირატესობა მოუტანა. კაკტუსი 29 წამით ადრე 6 ქულას აგებდა, როცა კახა ჟღენტმა 3-ქულიანი ჩააგდო და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ვერამ ბურთი სწრაფად გაათამაშა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გივი ბაქრაძემ ბურთი კარგად გააკონტროლა და ორი ჯარიმის სროლის უფლება მოიპოვა. ბაქრაძემ 2-დან 2 სროლა გამოიყენა და ვერამ თამაში 88:83 მოიგო.

აარონ პარკსმა ვერას 16 ქულა მოუტანა

ვერას მხრიდან საუკეთესო შედეგი ლუკა მაზიაშვილს  ჰქონდა, მან 24 ქულა დააგროვა. 16 ქულა აარონ პარკსის ანგარიშზე იყო. კაკტუსს ჰაინს ჯონსმა ულიდერა 26 ქულით. სერიის მეორე მატჩი ახალ სპორტის სასახლეში 8 მაისს გაიმართება, შეხვედრა 13:30 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები