Thumbnail

რაგბი 7 | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტურნირის მატჩები ლისაბონსა და მოსკოვში ჩატარდება
  • პირველ ეტაპზე ქართველ მორაგბეთა მეტოქეები ცნობილია

რაგბი ევროპა სეზონის განახლებას 7-კაცა რაგბშიც გეგმავს და ზაფხულში ორ ტურნირს ჩაატარებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონი უნდა გამოავლინოს, მონაწილეთა შორის კი საქართველოს ნაკრებიც იქნება.

როგორც ირკვევა, პირველი ეტაპი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 5-6 ივნისს ჩატარდება, მე-2 ეტაპს კი რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი 26-27 ივნისს უმასპინძლებს (ჯგუფები ლისაბონის ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით შედგება). უკვე ცნობილია ჯგუფების შემადგენლობა სასტარტო ტურნირისთვის.

A ჯგუფი: გერმანია, პორტუგალია, საქართველო, ლიეტუვა.

B ჯგუფი: ესპანეთი, იტალია, რუსეთი, პოლონეთი.

შეიძლება ითქვას, რომ A ჯგუფი, სადაც საქართველო მოხვდა, უფრო სუსტად გამოიყურება, თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანია მოქმედი ჩემპიონის ტიტულს ატარებს. 2019 წელს მათ ნამდვილი სენსაცია მოახდინეს, როდესაც ჯგუფში საქართველოს, ინგლისსა და რუსეთს აჯობეს, პლეი ოფში კი – საფრანგეთს, ირლანდიასა და ესპანეთს.

სათქმელია ისიც, რომ რადგან წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართება, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრებები ევროპის 7-კაცა ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ იღებენ და სავარაუდოდ, დივიზიონებს შორის ასვლა-ჩასვლაც არ იქნება.

ცნობისთვის, საქმეში ვიხილავთ საქართველოს ქალთა ნაკრებსაც, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ ისინი ძალებს რანგით მე-2 ტურნირზე, რაგბი ევროპის ალაფაზე მოსინჯავენ. ტურნირებს 19-20 ივნისს ზაგრები (ხორვატია), ხოლო 9-10 ივლისს ბუდაპეშტი (უნგრეთი) უმასპინძლებს. პირველი ეტაპის წილისყრა ასე გამოიყურება.

A ჯგუფი: უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, თურქეთი, მოლდოვა.

B ჯგუფი: ჩეხეთი, ფინეთი, საქართველო, უნგრეთი, დანია.

კომენტარები

ბოლო ამბები