Thumbnail

ბორჯღალოსნები თელავში ითამაშებენ - მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი მორაგბეები 'კავკასიონი რაგბი არენაზე' პირველად იასპარეზებენ
  • ბორჯღალოსნების მოწინააღმდეგე ბელგია-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ბოლო მატჩს, 26 ივნისს, თელავში ჩაატარებს. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “კახეთის ხმა” რაგბის კლუბ თელავის მენეჯერ თენგიზ ცისკარიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს:

“იდეა, რომ თელავში წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩი გამართულიყო, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული მიმართულებით ვიცე პრეზიდენტს შევთავაზეთ. რა თქმა უნდა, იდეა მოეწონათ და სამზადისიც დავიწყეთ. ახლა მიმდინარეობს მინდვრის მოწესრიგება. იგეგმება ასევე ღონისძიებები მაყურებლისთვის. ივნისის თვეში ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს მომზადებულები შევხვდებით”.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე გასული მატჩი მოგებული აქვთ და 18 ქულით უკვე პირველობაც გაინაღდეს, თუმცა, ცხადია, რომ დასკვნით შეხვედრაშიც ფავორიტები იქნებიან. თუ ვინ იქნება ბოლო შეხვედრაში ქართველ მორაგბეთა მეტოქე, 29 მაისს გაირკვევა, როდესაც პლეი ოფში ნიდერლანდები და ბელგია ითამაშებენ.

ცნობისთვის, თელავში თანამედროვე სტანდარტების სარაგბო სტადიონი “კავკასიონი რაგბი არენა” 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა. მისი მშენებლობა 7.8 მილიონი ლარი დაჯდა, ტევადობა კი 2244 ადამიანია.

საქართველოს ნაკრები, წლევანდელი რაგბის ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს თელავში ჩაატარებს.

Posted by კახეთის ხმა / knews.ge on Wednesday, May 12, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები