Thumbnail

ნატრიაშვილმა კარიერა დაასრულა - მან ბორჯღალოსნების მაისურით 40-ჯერ ითამაშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 37 წლის კვაჭი ბოლოს რუსთავის ხარების ღირსებას იცავდა
  • ირაკლი ნატრიაშვილს არაერთ ფრანგულ კლუბში უთამაშია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა ირაკლი ნატრიაშვილმა კარიერა დაასრულა.

37 წლის კვაჭმა, რომელიც ბოლოს ხარების ღირსებას იცავდა, უკანასკნელი შეხვედრა დიდი 10-ს ეგიდით ჩაატარა. რუსთაველებმა შინ ქუთაისის არესი 47:7 დაამარცხეს, ირაკლიმ კი პირველი ტაიმი ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ნატრიაშვილი “ბორჯღალოსნების” ღირსებას 2006-2015 წლებში იცავდა, ეროვნული გუნდის მაისურით 40 მატჩი ჩაატარა და მის აქტივში 4 ლელოა.

ქართველ პირველხაზელი საკლუბო დონეზეც მდიდარი კარიერა ჰქონდა. ის 2011-13 წლებში ბრივში თამაშობდა, 2015-2016 წლებში ფრანგულივე კლერმონისა და ტულონის ღირსებას იცავდა, 2016 წელსვე რუმინული ბაია მარეს მაისური მოირგო, კარიერის ბოლო წლები კი მშობლიურ რუსთავის ხარებში გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები