- ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა სეტის აღებაც ვერ მოახერხა
- ფინალურ ეტაპზე ევროპის 24 საუკეთესო ნაკრები ითამაშებს
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ექვსივე მატჩი წააგო და ცხადია, ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა.
ქართველი ფრენბურთელები B ჯგუფში თამაშობდნენ, სადაც მეტოქეებად შვედეთი, უკრაინა და პორტუგალია ჰყავდათ. კვალიფიკაციის მე-2 ეტაპი სწორედ თბილისში, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე ჩატარდა და მასპინძლებმა სამივე თამაში 0:3 წააგეს.
პორტუგალიასთან მარცხზე ადრეც დავწერეთ, შვედეთთან მატჩი 0:3 (16:25, 13:25, 10:25) დასრულდა, უკრაინასთან კი ასეთი ანგარიში ასეთი იყო - 0:3 (6:25, 19:25, 9:25). პირველ შეხვედრაში ქართველთაგან საუკეთესო ანა კალანდაძე იყო 13 ქულით, მეორეში კი ლაურა სიმონია 8 ქულით.
მოახლოებული ევროპის ჩემპიონატი 18 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე პერიოდში ოთხ ქვეყანაში (სერბეთი, ბულგარეთი, ხორვატია, რუმინეთი) ჩატარდება და უკვე 24-ვე მონაწილე ცნობილია.
მასპინძლების გარდა, ფინალში თურქეთი, იტალია, პოლონეთი, ნიდერლანდები, გერმანია, რუსეთი, ბელგია, აზერბაიჯანი, ბელარუსი, შვეიცარია, შვედეთი, უკრაინა, საბერძნეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა ითამაშებენ.
კომენტარები