- იოახიმ ლიოვმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა გამოაცხადა
- თომას მიულერი და მატს ჰუმელსი ეროვნულ გუნდს დაუბრუნდნენ
- მოულოდნელი ამბავი: მარკო როისმა ევროპის ჩემპიონატზე უარი თქვა!
იოახიმ ლიოვმა ევროპის ჩემპიონატისთვის გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა.
26-კაციან განაცხადში მოხვდნენ ბაიერნის შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი და დორტმუნდის მცველი მატს ჰუმელსი, რომელთა შესახებ ლიოვმა 2019 წლის გაზაფხულზე გამოაცხადა, რომ მათ და ასევე ჟერომ ბოაგენტს, ნაკრებში აღარ მიიწვევდა.

გერმანიის ნაკრები ამ ზაფხულს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ამ შემადგენლობით წარსდგება:
მეკარეები: მანუელ ნოიერი, ბერნდ ლენო, კევინ ტრაპი.
მცველები: რობინ გოზენსი, მათიას გინტერი, კრისტიან გიუნტერი, მარსელ ჰალსტენბერგი, მატს ჰუმელსი, ლუკას კლოსტერმანი, რობინ კოხი, ანტინიო რიუდიგერი, ნიკლას ზიულე.
ნახევარმცვველები: ემრე ჯანი, ლეონ გორეტცკა, ილქაი გიუნდოგანი, იონას ჰოფმანი, იოზუა კიმიხი, ტონი კროოსი, ჯამალ მუსიალა, ფლორიან ნოიჰაუსი
თავდამსხმელები: ლეროი სანე, სერჟ გნაბრი, თომას მიულერი, კევინ ფოლანდი, ტიმო ვერნერი, კაი ჰავერტცი.
ბარსელონას მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ტურნირს მუხლზე ოპერაციის გამო გამოტოვებს. ევროს გამოტოვების გადაწყვეტილების შესახებ ასევე გამოაცხადა დორტმუნდის ნახევარმცველმა მარკო როისმა.
ევროპის ჩემპიონატზე იოახიმ ლიოვის გუნდი F ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად საფრანგეთის, პორტუგალიისა და უნგრეთის ნაკრებები ეყოლება. გერმანელმა სპეციალისტმა უკვე გამოაცხადა, რომ ტურნირის შემდეგ თანამდებობას დატოვებს.
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადდა, 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
კომენტარები