Thumbnail
  • საჩხერის ჩიხურა 0:5 დინამო ბათუმი
  • გია გეგუჩაძის გუნდი საქართველოს თასის 1/4-ფინალში იოლად გავიდა
  • გაგი მარგველაშვილმა და ვამარა სანოგომ სადებიუტო გოლები გაიტანეს 

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე დინამო ბათუმი სტუმრად ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე ჩიხურას დაუპირისპირდა და დიდი ანბარიშით გაიმარჯვა - 5:0.

გია გეგუძაჩემ სათასო შეხვედრისთვის გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და ეს გასაკვირი არ იყო. დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის ლიდერია და კვირას ლოკომოტივთან თამაში ელის. ჩიხურას კი კარგი დრო არ უდგას. იმერული გუნდი ეროვნული ლიგა 2-ში ბოლო ადგილზეა და თუ თამაშს არ გამოასწორებს, რანგით მესამე დივიზიონში დაქვეითების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

ტაიმის დასაწყისში ორივე გუნდი ერიდებოდა წინ სწაფად წასვლას და ძირითადად, მეტოქის დაზვერვით შემოიფარგლებოდა. პირველი სახიფათო მომენტი ჩიხურას კართან შეიქმნა. გიორგი ზარიამ ჯარიმა კარგად შეასრულა, თუმცა იმერელთა მეკარე ავთო კაპანაძემ ბურთის მოგერიება შეძლო. ცოტა ხანში გეგუჩაძს გუნდმა კიდევ ერთი მომენტი შექმნა. ამჯერად საჩხერელთა კარისკენ გროცურეკი ურტყამდა, თუმცა ბურთი ჩიხურას კარს მცირედით ააცილა. 

აჭარლებმა უპირატესობა მოიპოვეს და კიდევ ერთი მომენტი შექმნეს. გოლის გატანა რაფაელ ჩუკვურას შეეძლო, თუმცა ახლო მანძილიდან ბურთი კარის ჩარჩოს ააცილა. ცოტა ხანში პირველი მომენტი შექმნეს საჩხერელებმაც. ცოტნე სამუშია ალავიძესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა მას ამ უკანასკნელმა აჯობა და გოლი არ გაატანინა. ბათუმელთა უპირატესობა დიდი იყო და ეს ყველაფერი ანგარიშში ტაიმის ბოლოს მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში გაგი მარგველაშვილმა ასახა, რომელმაც დინამო ბათუმში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ჩიხურას ფეხბურთელებმა საკუთარ ნახევარზე შეცდომა დაუშვეს და მეორე ტაიმის საწყის წუთებშივე გია გეგუჩაძის გუნდმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 49 წუთზე გეგეჭკორის ჩაწოდების შემდეგ მარგველაშვილის მსგავსად სადებიუტო გოლი გაიტანა ვამარა სანოგომ, რომელიც ბათუმურ გუნდს ტრავმის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა.

მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ვლადიმერ ზაბახიძის გუნდი გატყდა, ხოლო აჭარულმა გუნდმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და 55-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა ლამაზი დარტყმით მეტოქის კარი მესამედ აიღო. 

70-ე წუთზე ჩიხურას მეკარემ გამოსვლაზე ცუდად ითამაშა, ხოლო გიორგი ნიქაბაძემ იმერლებს მეოთხე გოლი გაუტანა.

85-ე წუთზე თავისნახევრიდან ბურთი თევდორაძემ წამოიღო, რომელმაც ფანცულაიას კარგი გადაცემა გაუკეთა, გამოსვლაზე კვლავ ცუდად ითამაშა კაპანაძემ და გიორგიმ ჩიხურას მე-5 გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გია გეუჩაძის გუნდი საქართველოს თასზე ასპარეზობას წარმატებით აგრძელებს. რუსთავთან გამარჯვების (2:0) შემდეგ, ბათუმელებმა ჩიხურასაც მოუგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. 

📺 ჩიხურა 0:5 დინამო ბათუმი [მიმოხილვა]

 ჩიხურა 0:5 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 მარგველაშვილი (45+1), 0:2 სანოგო (49), 0:3 გაფრინდაშვილი (55), 0:4 ნიქაბაძე (70), 0:5 ფანცულაია (85).

ჩიხურა: ავთო კაპანაძე - ალექსანდრე ტეფნაძე, აკაკი ქიმერიძე, ცოტნე სამუშია (67 ბუღაძე), ბესო დეკანოიძე (67. თუთაშვილი), ლაშა აწყურელი, გიორგი შალიკაშვილი, ვაგნერ დო კარმო (52. ღვინიაშვილი), ივან ფოცხვერია, ლაშა ჩიკვაიძე (59. ტატიშვილი), მოჰამედ კამარა(46. ალიმბარაშვილი).

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, მარგველაშვილი, გაგოშიძე, ნავალოვსკი - ალთუნაშვილი(46. მამუჩაშვილი), ჩუკვურა - გაფრინდაშვილი (58. თევდორაძე), ზარია (73. ფანცულაია), გროცურეკი (58. შინდაგორიძე) - სანოგო (58. ნიქაბაძე).

კომენტარები

ბოლო ამბები