Thumbnail

კონტრაქტი გახანაგრძლივდა - ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალში დარჩა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 35 წლის ხორვატი ნახევარმცველი რეალის ღირსებას მომავალ სეზონშიც დაიცავს
  • კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე გაგრძელდა

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. 

"რეალი და ლუკა მოდრიჩი კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ახალი ხელშეკრუელბა 2022 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს", - ნათქამია ესპანური კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ხორვატი ფეხბურთელი, რომელიც კლუბში 2012 წლიდან ირიცხება, ხელშეკრულების გაგრძელების სანაცვლოდ ხელფასის დაკლებას დათანხმდა. 

2020/21 წლების სეზონში ლუკა მოდრიჩმა რეალის ღირსება ყველა ტურნირის 49 მატჩში დაიცვა, გაიტანა 6 გოლი და მიითვალა ამდენივე შედეგიანი პასი. 

ლუკა მოდრიჩმა მადრიდის რეალთან ერთად ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა, ერთხელ კი - ესპანეთის თასზე. ხორვატმა, რომელიც 2018 წელს "ოქროს ბურთით" დაჯილდოვდა, მადრიდულ კლუბში ჯამში 17 ტიტულის მოპოვება მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები