Thumbnail

ნარდში საქართველოს 2021 წლის თასის გამარჯვებული გამოვლინდა

  • 26 მაისს ნარდში საქართველოს 2021 წლის თასის გათამაშება გაიმართა
  • ყველაფერი პროექტ "პასუხისმგებლიანი თამაშის" შესახებ - responsible.ge

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ტრადიციულად, ნარდში საქართველოს 2021 წლის თასის გათამაშება გაიმართა.

სასტუმრო "ციტრუსში" გამართულ ტურნირში მატჩები საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, ფინალში კი ერთმანეთს ემზარ კიკალიშვილი და კახა გოგოლაძე დაუპირისპირდნენ, საბოლოოდ გამარჯვება და საქართველოს თასი 2021 ემზარ კიკალიშვილს ხვდა წილად. 

მე-3 საპრიზო ადგილი 2020 წლის თასის მფლობელმა ნარდის ოსტატმა კახაბერ ნაჭყებიამ დაიკავა.

საქართველოს 2021 წლის ნარდის ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი, მე-6 ტური, 12 ივნისს გაიმართება.

სსნფ-ის გენერალური პარტნიორი და სპონსორია კომპანია ევროპაბეთი. პარტნიორები არიან: მსოფლიო ნარდის ფედერაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სასტუმრო "ციტრუსი".

ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი, პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" ნაწილია. კომპანია სპორტის ამ სახეობას მხარს აქტიურად უჭერს და მის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეაქვს. სხვა მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტების შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ responsible.ge-ზე გაეცნოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები