Thumbnail

ბერძენიშვილი ევროპის ჩემპიონია! ბექამ რუს მეტოქეს აჯობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

კვიპროსში სამბოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ნაკრებმა უკვე 4 მედლის მოგება მოახერხა - მინდია ლილუაშვილმა (71 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიგო, ვახტანგ ჩიდრაშვილმა (58 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, მის მსგავსად ნინო ოძელაშვილმაც (72 კგ) ფინალი დათმო.

საქართველოს ერთადერთი ოქროს მედალი პირველ საჭიდაო დღეს ბექა ბერძენიშვილმა მოუტანა, რომელმაც ანდრეი ვოლკოვს ფინალში 7:0 სძლია. ბერძენიშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა. მან პირველი ტიტული რუსეთში მოიპოვა, რის შემდეგაც მინსკის ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები