Thumbnail

7-კაცა ლისაბონში მიდის - 12 მორაგბე ნაკრების განაცხადში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს 7-კაცა ნაკრები 5-6 ივლისს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
  • ჯაბა მალაღურაძეს და გიორგი მაისურაძეს ლისაბონში 12 მორაგბე მიჰყავთ

საქართველოს 7-კაცა ნაკრები 5-6 ივნისს ლისაბონში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს ითამაშებს. ევროპული რაგბი 7 კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ივნისში, სახეცვლილი სტრუქტურით განახლდება და უმაღლეს დივიზიონს, ამიერიდან გრან პრის ნაცვლად ჩემპიონატი ერქმევა.

2020 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართება, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრებები ევროპის 7-კაცა ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ იღებენ და დივიზიონებს შორის ასვლა-ჩასვლაც არ იქნება.

ამრიგად, ჩემპიონატში სულ 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო ა ჯგუფში გერმანიის, პორტუგალიისა და ლიეტუვას ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო ბ ჯგუფში ესპანეთი, იტალია, რუსეთი და პოლონეთი არიან.

ტურნირი საქართველოს დროით 13 საათზე იწყება. 5 ივნისს ჩვენი ნაკრები პირველ თამაშს 13:22 საათზე მასპინძელი პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს, 15:30 საათზე გერმანიას შეხვდება, ჯგუფურ ეტაპს კი 18 საათზე, ლიეტუვასთან მატჩით ასრულებს. მეორე დღეს რვავე გუნდი მეოთხედფინალში ჩაებმება.

წლევანდელ ტურნირს ჩვენი 7-კაცა მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. გუნდს დროებითი მწვრთნელები ყავს – ჯაბა მალაღურაძე და გიორგი მაისურაძე, რომლებიც წლებია საქართველოს 7-ქალა ნაკრებს წვრთნიან და ის კონფერენც დივიზიონიდან ალაფაზე აიყვანეს.

საქართველოს 7-კაცა ლისაბონის ტურნირზე

ლევან ნარიმანიძე (ხარები, რუსთავი), პაატა ბურჭულაძე (ხარები), ალექსანდრე კალმახელიძე (არმაზი, მარნეული), ლუკა მატკავა (არმაზი, მარნეული), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი, მარნეული), გიორგი ყუფარაძე (იუნკერები, კიკეთი), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, კიკეთი), ნიკოლოზ ბაგაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), ნიკო ტაბაღუა (არმაზი, მარნეული).

მწვრთნელები: ჯაბა მალაღურაძე, გიორგი მაისურაძე

კომენტარები

ბოლო ამბები