Thumbnail
  • ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი 6-13 ივნისს ბუდაპეშტში გაიმართება
  • მედლებისთვის 14 ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბუდაპეშტში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე 14 სპორტსმენით გაემგზავრა. ძიუდოში მთავარი სპორტული მოვლენა ბუდაპეშტში 6-დან 13 ივნისამდე გაიმართება და მასში 131 ქვეყნის 703 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრებში 14 ძიუდოისტიდან 9 ვაჟი და 5 გოგონაა. 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში 2-2 ძიუდოისტი იასპარეზებს, ხოლო ქალთა შორის წონა 52 კილოგრამში გაორდა, სადაც ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და მარიამ ჯანაშვილი იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

თემურ ნოზაძე (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ)

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)

კომენტარები

ბოლო ამბები